გრიგოლ გეგელია ვაიმარის ქვეყნების განცხადებაზე ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთის მხრივ ევროკავშირის კარი ღიაა და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეჟიმი...

გრიგოლ გეგელია ვაიმარის ქვეყნების განცხადებაზე ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთის მხრივ ევროკავშირის კარი ღიაა და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეჟიმი...

ვაიმარის ქვეყნების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთის მხრივ, ევროკავშირის კარი ღიაა და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეჟიმი არაფერს აკეთებს ამ კარისკენ წასასვლელად, - ასე აფასებს ლელო-ძლიერი საქართველოს საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია ვაიმარის სამკუთხედის განცხადებას. გეგელიას თქმით, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებიდან გვესმის, რომ საქართველო ღალატობს იმ კურსს და იმ ვალდებულებებს, რაც აიღო საერთაშორისო საზოგადოების, კონკრეტულად ევროკავშირისა და ევროპული ნორმატიული დღის წესრიგის წინაშე. „ვაიმარის ქვეყნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე სახელმწიფოები, ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები საქართველოსთვის. ამ ქვეყნებიდან გვესმის, რომ ქართული სახელმწიფო ღალატობს იმ კურსს და ვალდებულებებს, რომელიც აიღო საერთაშორისო თანამეგობრობის და, კერძოდ, ევროკავშირისა და ევროპული ნორმატიული დღის წესრიგის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთის მხრივ ევროკავშირის კარი ღიაა და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეჟიმი არაფერს აკეთებს ამ კარისკენ წასასვლელად. პირიქით, ის აქტიურად ბლოკავს მილიონობით ქართველს იმ გზიდან, რომელსაც მივყავართ ნამდვილ მშვიდობამდე, რეალურ კეთილდღეობამდე და უფრო დიდ პოლიტიკურ სტაბილურობამდე. გარდა ამისა, პროექტის მიმართ, სახელწოდებით ევროკავშირი. მშვიდობის სახელით ქართული ოცნება აქტიურად თანამშრომლობს ომის მხარესთან, მეომარ მხარეებთან, მეომარ სახელმწიფოებთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროპული მშვიდობის წესებზე დაფუძნებული დღის წესრიგისკენ“, - განაცხადა გეგელიამ. ცნობისთვის, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებულნი არიან საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღებით, რაც „ადასტურებს საქართველოს მთავრობის მზარდი რეპრესიული მიდგომის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ“. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახალი რეგულაციებით საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“.

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ტვ ფორმულა“-ს სასამართლოში უჩივლა.ნიკა გვარამია: შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთსპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას უარყოფსვაიმარის სამკუთხედი: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებითევროკავშირის ელჩებმა ირანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცესკალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ეზოებში უკანონო ავტოფარეხების გაყვანას

ENDEKA