ადვოკატი ზურაბ მენთეშაშვილი საკანშია, სადაც ჭუჭყიანია, არ არის ჰიგიენური საშუალებები და არაადამიანურ პირობებში მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ შიმშილობს.

ადვოკატი ზურაბ მენთეშაშვილი საკანშია, სადაც ჭუჭყიანია, არ არის ჰიგიენური საშუალებები და არაადამიანურ პირობებში მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ შიმშილობს.

რუსთაველის გამზირზე გზის მეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილის ადვოკატი ჯანო ჭკადუა განმარტავს, თუ რა პირობებში იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზურაბ მენთეშაშვილი ამ დრომდე შიმშილობს, რის გამოც ციხეში შესაბამისი პირობები არ აქვს. „გლდანის ციხეში იყო მეორე სართულის ერთ-ერთ საკანში, სადაც ტარაკნები იყვნენ, საკანს გაუკეთეს დეზინფექცია, სპეციფიკური სუნი იდგა და ამ მდგომარეობაში უნდა დარჩენილიყო. ამის შემდეგ გადაიყვანეს სხვა საკანში, ე.წ. საკნის დასუფთავების საშუალება არ აქვს და ამ არაადამიანურ პირობებში ყოფნას, მისი განმარტებით, შიმშილობს. მისი შიმშილობის ერთ-ერთი მიზეზი არის პროტესტი, რომელიც მას გარეთ ჰქონდა ამ ფორმით“, - განაცხადა ჯანო ჭკადუამ. ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან აქციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი მსგავსი ქმედებისთვის ადმინისტრაციული ბრალდებით 2025 წლის 24 ოქტომბერს დააკავეს და შვიდდღიანი პატიმრობა მიესაჯა. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

ვაიმარის სამკუთხედი: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი: არ იყო ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შეყვანის საფუძველი.მთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო.ბათუმის ტურიზმს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დიდი გავლენა ჯერ არ აქვსსააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვაესტონეთის ელჩი: თბილისიდან ამ კვირის ბოლოს დავტოვებ - აისახება თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა თქმა უნდა, ასეა - ამას ვერ დავმალავ

ENDEKA