2025 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6 ით გაიზარდა.

2025 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6 ით გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 688,7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: საწესდებო კაპიტალისა და რეინვესტირების ზრდით. 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 601,8 მლნ აშშ დოლარი, რაც 15,3%-ით მეტია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე, ხოლო რეინვესტიციები გაიზარდა 3,8%-ით და 1 397,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს სამმა უმსხვილესმა ინვესტორმა ქვეყანამ უზრუნველყო მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 40.8%. პირველ ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 19,8%-ით, მეორეზე თურქეთი 10,7%-ით, ხოლო მესამეზე მალტა 10,3%-ით. რაც შეეხება ეკონომიკის ძირითად სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, 2025 წელს სამმა უმსხვილესმა სექტორმა ინვესტიციების 56.8% უზრუნველყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე იყო მიმართული - 607.0 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.9%-ია. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 185.7 მლნ აშშ დოლარით (11.0%), მესამეზეა ტრანსპორტის სექტორი 166.1 მლნ აშშ დოლარით (9.8%).

საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერი გაუქმდახუხაშვილმა კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ გააკეთასაქართველოში ათობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღესქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს სამკაულის შემოტანის ორი შემთხვევა გამოვლინდამთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო.ქართული ოცნების დეპუტატმა ევროპარლამენტის რეზოლუციები გააკრიტიკა

ENDEKA