კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკური სექტორების მხარდაჭერაში. განიხილეს ADB-ის საინვესტიციო პორტფელი საქართველოში. აღნიშნულია, რომ ბანკის ინვესტიციები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში 5 მილიარდ დოლარს აღემატება და აფინანსებს ტურიზმის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო კავშირების, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური სექტორების განვითარებას. აღინიშნა, რომ ADB-ის ახალი ოფისის გახსნა თბილისში არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება საქართველოსა და ბანკს შორის გრძელვადიანი პარტნიორობისა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
• ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა თბილისის კლინიკაში პოგრომი მოაწყვეს • აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა • აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა • პიტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა • საგარეო საქმეთა სამინისტრო: ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. • რუსეთში ადვოკატ ბექა ბასილაის დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა •