პიტერ ფიშერი სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა
„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს დაუშვა“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას. "დარღვევებს შედეგები აქვს. ჩვენ გვინდა, რომ ქართველებმა რეგულარული პასპორტებით ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით. თქვენ მეგობრები ხართ და ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მიღება ევროკავშირში. შეგიძლიათ გახდეთ ევროკავშირის წევრებიც კი. ეს თქვენს მთავრობაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ შორდებით ევროკავშირს", - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში. შეგახსენებთ, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დღეიდან ამოქმედდება და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.
• მამუკა ხაზარაძე: 37 წლის წინ 21 გმირმა თავი შესწირა თავისუფალი, ღირსეული და დამოუკიდებელი საქართველოს იდეას - ეს იყო თავგანწირვის აქტი, რომელიც ვერასოდეს გადაიწერება - დღეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ მოგონებად - ის უნდა იქცეს ქმედებად. • აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა პატივი მიაგო დაღუპულებს 9 აპრილს • საფრანგეთის საელჩო: საფრანგეთი მთელ ქართველ ხალხთან ერთად ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს • შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის მემორიალთან დღეს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. • საქართველოში ეკონომიკური განვითარების კორპორაცია შეიქმნება • უფალი შიო: 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში •