ძნელად მისადგომ ადგილებში სამუშაოდ აჭარის მეტყევეებს ჯიპები გადაეცათ
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აჭარის სატყეო სააგენტოს ხუთი ადმინისტრაციული სამმართველოს და ტყის მართვის სამსახურის უფროს მეტყევეებს მაღალი გამავლობის მანქანები გადასცა. მინისტრის თქმით, ტექნიკური რესურსების განახლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყეების დაცვის, მართვისა და მონიტორინგის პროცესებს, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში. ახალი მანქანები დაეხმარება მეტყევეებს სწრაფად უპასუხონ ბუნებრივ გამოწვევებს და უფრო ეფექტურად განახორციელონ ტყის რესურსების მართვა. მანქანების გადაცემის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე, ასევე აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელობა.
• ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა • ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას • ევროკავშირის კალასი და კოსი უარყოფენ GD-ის ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს უცხოურ დაფინანსებას და პოლიტიკურ საქმიანობას • პიტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა • 7-9 მარტს საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება • ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ილჰამ ალიევთან •