აშშ ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე განვი...
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და პოლიტიკურ კლიმატზე საქართველოში, ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადადგას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვის“, - განუცხადეს ტელეკომპანია „ფორმულას“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. როგორც „ფორმულა“ იტყობინება, მედია ორგანიზაციამ სახელმწიფო დეპარტამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციის აშშ-ში ვიზიტამდე მისწერა, თუმცა პასუხი ვიზიტის შემდეგ მიიღო. „აშშ 33 წელია საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერები. შეერთებული შტატები იბრძვის საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. სამშვიდობო შეთანხმება, რომლის შუამავლობითაც პრეზიდენტმა ტრამპმა გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია წვლილი შეიტანოს და დიდად ისარგებლოს იმ სტაბილურობითა და კეთილდღეობით, რაც შესაძლებელს ხდის ამ შეთანხმებას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და პოლიტიკურ კლიმატზე საქართველოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება გადადგას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ცნობისთვის: "ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ისინი 4-5 მარტს ვაშინგტონში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ.
• ჰენა ვირკკუნენი დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ: ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე • კომუნიკაციების კომისია: გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებამ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მედიის პლურალიზმს - მომავალი კვირიდან გავააქტიურებთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ ნორმებს. • ევროკავშირში საქართველოს ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება ძალაში შევიდა • ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა • ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა კიევს მიმართეს თვითმფრინავების ომის გამოცდილების მისაღებად • გრიგოლ გეგელია: „ქოცი“ დელეგაცია გეგმავდა ვიზიტს ევროპარლამენტში; ახლა, როგორც ჩანს, ვიზის განსახორციელებლად რიგში ლოდინი მოუწევთ - რეჟიმი ოფიციალურ ვიზიტზე უვიზოდ ჩამოსვლასაც ვეღარ ახერხებს; ეს მათი კიდევ ერთი მარცხია •