ჰენა ვირკკუნენი დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტები...
დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე კომენტარს აკეთებს ევროკომისიის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჰენა ვირკკუნენი საქართველოს დიპლომატიური პასპორტისა და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. მისი განცხადებით, საქართველოში რეპრესიები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებდა. "ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშეწყობისთვის. ვინც არ პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით", - განაცხადა ჰენა ვირკკუნენმა.
• კოსი: ევროკავშირი მაქსიმალურად ჩართავს საქართველოს კავშირში. თბილისი მზად არის ჩაერთოს "სხვა სფეროებში" • მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში 22 აპრილს გამართულ რეგიონალურ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. • 450 ძაღლი და კატა ახალ ოჯახებში მოათავსეს • რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მ ურთიერთობა საქართველოსთან - The National Interest • ბოჭორიშვილი: ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარება კვლავ შეშფოთების მიზეზად რჩება • კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე „ოპოზიციური ალიანსის“ შესახებ: ვერ მართეს საკუთარი ერთობა - როგორ უნდა მართონ ეს ხალხი ქვეყანას? •