ADB ის პრეზიდენტი ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სწრაფვას, გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭე

ADB ის პრეზიდენტი ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სწრაფვას, გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი კარიბჭე

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს პარტნიორობის შესახებ“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. მისი თქმით, ADB-ის პრიორიტეტია ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივულოცე ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და რიკოთის მონაკვეთის დასრულება. ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ დაკავშირებას. განვიხილეთ ADB-ის მონაწილეობა ცენტრალურ დერეფანში, ვისაუბრეთ აეროპორტების მოდერნიზაციაზე და ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კერძო სექტორის ინვესტიციების მეშვეობით ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციების მხარდაჭერას, იყოს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონალური კარიბჭე“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე - განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვისევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები 11 მარტს გაიმართებაახლო აღმოსავლეთში ცის დაკეტვის გამო საქართველოს გავლით ტრანზიტი გაიზარდაგაერთიანებული სამეფოს სანქციებს აკრიტიკებს, ComCom აფრთხილებს ქართული მაუწყებლების კონტენტ რეგულაციასრუსმა დიპლომატმა თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვაანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

ENDEKA