აზერბაიჯანმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

აზერბაიჯანმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში

„აზერბაიჯანმა დროებით დახურა თავისი საჰაერო სივრცე ქვეყნის სამხრეთით“, იუწყება BBC Reuters-ზე დაყრდნობით. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში დაიკეტება. შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული თვითმფრინავის აფეთქების შესახებ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სოფელ შეკერაბადში კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავი დაეშვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის წინააღმდეგ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აზერბაიჯანის მიმართულებით უპილოტო თვითმფრინავის გაშვება უარყო. შტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, ეს ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებასსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: სპეციალური რეისით საქართველოს მოქალაქეები მუსკატიდან თბილისში ჩამოიყვანესგიგა ბოკერია საპარლამენტო დელეგაციის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე: ამ ეტაპზე არანაირი წინაპირობა არ არსებობს - რაც საჯაროდ ვიცით, არაფერი შეცვლილა და ყველა ეს ვარაუდი უსაფუძვლოა.ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკანონმდებლო პაკეტის გამოNAP იწყებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებას 2026 წლისთვისირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ილჰამ ალიევთან

ENDEKA