საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური რეისით საქართველოს მოქალაქეები მუსკატიდან თბილისში ჩამოიყვანეს
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი მუსკატიდან თბილისის მიმართულებით აფრინდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროული და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებს საჭირო დახმარების გაწევას სამშობლოში დასაბრუნებლად. ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
• საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის დამატებითი სადგურები დამონტაჟდება • გია ვოლსკი: პრემიერის დონეზე ცვლილებები არ იგეგმება; უსაფრთხოების სტრუქტურების პოლიტიკური პოზიციიდან კოორდინაცია გაცილებით ეფექტური იქნება - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მიღებული • კახა კალაძე: რამდენჯერ აპირებენ სანქციების დაწესებას? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ - ევროპელ ბიუროკრატებს არ უყვართ კამათი, ისინი ეყრდნობიან მხოლოდ ზედაპირულ გზავნილებს, მუქარას და შანტაჟს. • ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ სტრუქტურას „დეზინფორმაციის გამო“ • ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანსა და საქართველოს ეწვევა • კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე „ოპოზიციური ალიანსის“ შესახებ: ვერ მართეს საკუთარი ერთობა - როგორ უნდა მართონ ეს ხალხი ქვეყანას? •