საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კვინსის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კვინსის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები კვინსის ინსტიტუტის დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევარებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. „მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრაზე საუბარი რუსეთ-უკრაინის ომის თემას და ამ მიმართულებით აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომებს შეეხო. განხილვის თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებს, მათ შორის გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებს. მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები და ამ კუთხით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალაუფლებიდან“ ეკა სეფაშვილი.

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყოუზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო2026 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაცია 4,6%-ს აღწევსქართველმა პარლამენტარებმა შეცვალეს შეერთებული შტატების დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ2026 წლის თებერვალში საქართველოს წლიურმა ინფლაციამ 4,6% შეადგინასაქართველო ომანიდან თბილისში სპეციალურ რეპატრიაციის რეისებს იწყებს

ENDEKA