საქართველოდან 98 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან 98 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, გატარებული ყოვლისმომცველი ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან სულ გააძევეს ჩინეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, იორდანიის, გერმანიის, ნიგერიის, ერაყის, ბანგლადეშის, უზბეკეთის, ვიეტნამის, კენიის და კონგოს 98 მოქალაქე. „მოქმედი კანონმდებლობით, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში საქართველოდან 232 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, ხოლო გასული თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის ყოვლისმომცველი ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან 312 უკანონოდ მყოფი უცხოელი გააძევეს. ამრიგად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი თვის შედეგებით, გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 544 ადამიანი შეადგინა. შედეგად მიღებული სტატისტიკური მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 346%-ით ზრდას ნიშნავს და 4,5-ჯერ აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში სამართლებრივი რეგულირების გამკაცრებამ და მიგრაციის კონტროლის ინტენსიურმა ღონისძიებებმა პრევენციული ხასიათი მიიღო, რამაც გამოიწვია საქართველოში არალეგალურად მყოფი ზოგიერთი უცხოელის ქვეყნიდან ნებაყოფლობით გამგზავრება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ჯამური მონაცემებით, ქვეყანაში ლეგალური ყოფნის დარღვევის გამო ქვეყანა 1306-მა უცხოელმა დატოვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 191-ე მუხლით, მათ დაეკისრათ ჯარიმა 1000-დან 3000 ლარამდე და დამატებით აეკრძალათ ქვეყანაში შესვლა ერთიდან სამ წლამდე“, - აცხადებენ შსს-ში.

ისრაელის ელჩმა გამოთქვა სურვილი, შეხვდეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში: 2025 წელს საქართველოში მდგომარეობა "საგანგაშო ტემპით" გაუარესდაირანის ელჩი საქართველოში - ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩაითვალოს ან ადვილად აღვიქვათ ქვეყნად, რომელიც ომმა შეიძლება ძალიან მალე დააჩოქოს - ტრამპი გაუთავებელ ომში აღმოჩნდასადახლოს გამშვებ პუნქტზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს - ირანის მოქალაქე დააკავეს.ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში - საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდასომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისს ეწვია

ENDEKA