გიორგი ლოლაძე ირანში სამხედრო მიზნების მიღწევა უკვე წარმატებაა თუ ეს რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს, ეს ბონუსი იქნება ასევე უნდა ვისაუბროთ შეცვლილ ახლო აღ...

გიორგი ლოლაძე ირანში სამხედრო მიზნების მიღწევა უკვე წარმატებაა თუ ეს რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს, ეს ბონუსი იქნება ასევე უნდა ვისაუბროთ შეცვლილ ახლო აღ...

„ისინი არ აპირებენ ირანის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნას — დონალდ ტრამპს ამისთვის არც ლეგიტიმაცია აქვს და არც სამხედრო ძალების მობილიზაცია ჩანს. ირანი ისედაც უზარმაზარი ქვეყანაა და ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. თუ დასახული სამხედრო მიზნები მინიმალური დანაკარგებით მიიღწევა, ეს უკვე წარმატებაა. თუ ირანში რეჟიმის შეცვლა მოხდება, ეს ბონუსი იქნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ლოლაძემ PalitraNews-ის გადაცემა „რეზიუმეში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შესახებ დისკუსიის დროს. როგორც ლოლაძემ აღნიშნა, ირანი გააგრძელებს თავდასხმებს ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე, თუმცა შესაძლოა ტაქტიკა შეცვალოს. „ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ [მოვლენების განვითარებას]. შესაძლებელია, რომ ჰუსიტები რაიმე ფორმით ჩაერთონ და სცადონ იემენის სანაპიროსთან მოძრავი გემების ჩაძირვა ან ხელში ჩაგდება. ჰორმუზის სრუტეშიც შეიძლება რაღაც მოხდეს — ტანკერების გაჩერება ან ჩაძირვა — თუმცა ამ შემთხვევაში კერძო კომპანიები დროებით შეაჩერებენ ამ ტერიტორიაზე მოძრაობას. ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები გაგრძელდება. შესაძლოა, მათ ტაქტიკა შეცვალონ. ასევე უნდა ვისაუბროთ შეცვლილ ახლო აღმოსავლეთზე. ეს უნიკალური სიტუაციაა, როდესაც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი, ისრაელი და იორდანია ერთობლივად აკავებენ საჰაერო მოწინააღმდეგის რაკეტებს. გასაგები მიზეზების გამო, არცერთი მათგანი არ იყო ირანელების გულშემატკივარი, მაგრამ ისინი ყოველთვის ფრთხილები იყვნენ. ისინი ფრთხილები იყვნენ ზუსტად იმიტომ, რომ არ სურდათ თავად გამხდარიყვნენ სამიზნეები. „ვაშინგტონ პოსტს“ საინტერესო მასალა ჰქონდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საჯარო რიტორიკის მიღმა, საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი და მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ტრამპს რეჟიმის შეცვლისა და ამ ომის დაწყებისკენ მოუწოდებდა. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ადრე საჯარო ინფორმაცია ვარაუდობდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ომი არ დაიწყო, რადგან ამ ქვეყნებმა ამერიკას თავი შეიკავეს, რადგან თავად გახდებოდნენ სამიზნეები. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ისინი თვლიან, რომ რეჟიმი დღეს იმდენად სუსტია, რომ უმჯობესია საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.

თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები რეფორმის დასრულებას და უნივერსიტეტის ავტონომიის აღდგენას მოითხოვენ.ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reutersსალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ოპოზიციურ ალიანსს - ეს სტრატეგია უნდა გახდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლის საფუძველი - რეჟიმის შეცვლა და მშვიდობიანი ტრანსფორმაცია.ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში გაჩნდავინც ამბობს, რომ "ნაცი" სირცხვილია, ერთი-ორი სიტყვა დაამატე შენზე "ქოცი" - არ მაქვს ამნეზია, დებო და ძმებო, მაქვს მოთმინება და საღი აზრი.

ENDEKA