ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში გაჩნდა

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში გაჩნდა

ლიბერთი ბანკი სათაო ოფისში გაჩენილი ხანძრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამ ინფორმაციით, ხანძარი დამხმარე ლიფტის შახტაში გაჩნდა. ხანძარი გამოვლინდა და ლოკალიზდა „საწყის ეტაპზე, დროული და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების წყალობით“. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ხანძარი საოფისე ფართს არ გავრცელებულა, დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი, ეს სივრცე ფიზიკურად გამოყოფილია შენობის დანარჩენი ნაწილისგან და საფრთხეს არ უქმნის შენობის ფუნქციონირებას. ბანკის ოპერაციებს საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას ოპერატიულად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღვინის წესები გამკაცრდება - სააგენტოს შემოსავალი 15 მილიონი რუბლით გაიზრდებაირაკლი კობახიძე - ოფიციალურ ორგანიზაციებში შესამჩნევია არაფორმალური გავლენები, სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს უქმნიან გამოწვევებს და ამის "კარგი" მაგალითია საქართველო - ეს უნდა შეიცვალოსსაქართველო 2010 წლამდე დიპლომებს მაგისტრის სტატუსს მიანიჭებსათასწლეულის ინოვაციების კონკურსი 2026 იხსნება ქართველი სტუდენტებისთვისოპოზიციამ საქართველოში ფასების შემცირების ხედვა წარმოადგინათინა ბოკუჩავა: ივანიშვილი ზახაროვასა და მისი ბატონი პუტინის დავალებას ზედმიწევნით ასრულებს

ENDEKA