დავით მათიკაშვილი თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, საქართველო მშვიდობის კუნძულად გადაიქცა ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ომი ახლო ა...
თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, საქართველო მშვიდობის კუნძულად გადაიქცა — ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ომი ახლო აღმოსავლეთში — საქართველოში მშვიდობაა, — ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იყო „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით“. „ჩვენი ქვეყანა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა; ამიტომ, ომის დეესკალაციისთვის დიპლომატიური არხების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იყო „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ყველა პროცესის ისე წარმართვის საკითხში, რომ ქართველი ხალხი და მთავრობა არ დანებებულა გარე ზეწოლას და შეენარჩუნებინა მდგრადი მშვიდობა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნისთვის მშვიდობაზე ზრუნვა. თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, საქართველო მშვიდობის კუნძულად გადაიქცა. რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, ომი ახლო აღმოსავლეთში - საქართველოში მშვიდობაა. საქართველოში არსებულმა მშვიდობამ უზრუნველყო იმ ფრენების გადაადგილება, რომელთა შესაძლებლობაც ჩამოერთვათ იმ ქვეყნებში, სადაც ომია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
• ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ მოითხოვა ნებართვა პოლიტიკური საქმიანობისთვის პატიმრების მონახულების შესახებ • აუდიტმა საქართველოში მუნიციპალური უძრავი ქონების მართვაში სერიოზული პრობლემები გამოავლინა • ნიკა გვარამია: არავის უთქვამს, რომ სამოკავშირეო ცხოვრება ადვილი იქნება - შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ უფრო მეტსაც დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთ • ვაიმარის სამკუთხედი: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებით • ვაიმარის სამკუთხედი: ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. • იუნესკოს ექსპერტები მცხეთას სტუმრობენ ისტორიული ძეგლების დაცვის შესაფასებლად •