საქართველოს ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი, 11-დან 13 თებერვლამდე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მეუღლის სანია მიუზიკ მილანოვიჩისა და დელეგაციის თანხლებით. მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს პრეზიდენტის სასახლეში მიიღებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდება კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. BM.GE წარმოგიდგენთ საქართველოსა და ხორვატიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები ყველაზე აქტიურია ვაჭრობის, განსაკუთრებით იმპორტის სფეროში. 2025 წელს საქართველოსა და ხორვატიას შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს 22,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2021 წლიდან იზრდება. სავაჭრო ბრუნვა თითქმის მთლიანად იმპორტით არის უზრუნველყოფილი. გასულ წელს იმპორტმა 21,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ექსპორტმა კი მხოლოდ 852,3 ათასი დოლარი. 2025 წლის მონაცემებით, ხორვატიიდან იმპორტის პირველი ხუთეულია: • შოკოლადი და კაკაოს შემცველი სხვა მზა საკვები პროდუქტები - $7,3 მილიონი; • პური, ფქვილის საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები, ნამცხვრები და პურ-ფუნთუშეული სხვა პროდუქტები - $2,2 მილიონი; • ასაწყობი შენობების კონსტრუქციები - $1,4 მილიონი; • ქალის ან გოგოს კოსტუმები, კომბინეზონები, შარვლები და შორტები - $943,2 ათასი; • ცხოველთა საკვებად გამოყენებული პროდუქტები - $753,4 ათასი. რაც შეეხება ექსპორტს, მაჩვენებლები ასეთია: • თხილი და სხვა ჩირი - $394,8 ათასი; • პლასტმასისგან დამზადებული საქონლის ტრანსპორტირების ან შესაფუთი კონტეინერები - 169,2 ათასი აშშ დოლარი; • მედიცინაში ან ვეტერინარულ მედიცინაში გამოსაყენებელი ინსტრუმენტები და მოწყობილობები - 125 ათასი აშშ დოლარი; • მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და მსგავსი საგზაო მანქანები; მათი ნაწილები - 64,4 ათასი აშშ დოლარი; • ბიუსტჰალტერები, კორსეტები და მსგავსი ნაქსოვი ტანსაცმელი - $25,5 ათასი. ინვესტიციები ვაჭრობის მსგავსად, ხორვატიის პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში დაბალია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ამ ქვეყნიდან ინვესტიციების შემოდინება 2017 წელს დაიწყო, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა, 2018 წელს დაფიქსირდა. 2024 წელს ხორვატიიდან ინვესტიციებმა $248,1 ათასი შეადგინა, ხოლო 2025 წლის ცხრა თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხორვატიიდან 6 ათასი დოლარი დაფიქსირდა. ტურიზმი ხორვატიიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა, როგორც პანდემიამდე, ისე მის შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი არ არის. ყველაზე მეტი, 2011 წლის ვიზიტები, 2019 წელს დაფიქსირდა, ეს რიცხვი 2021 წლიდან იზრდება, 2025 წელს 1940 ვიზიტი დაფიქსირდა. ფულის გადარიცხვები 2025 წელს ხორვატიიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 769,3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდულად ყველაზე მაღალი დონეა, თუმცა ეს წარმოადგენს ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში მცირე წილს (0,02%).
• ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა. • პიტერ ფიშერი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა • კობახიძე: ADB-ის პრეზიდენტთან განვიხილეთ თანამშრომლობა ეკონომიკის ძირითად სექტორებში • ევროკომისიის სპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის • ნატომ დანიშნა ახალი სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში • ტელემაუწყებლებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელა •