მიქანაძე ჩვენ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელსაც დაერქმევა კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ

მიქანაძე ჩვენ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელსაც დაერქმევა კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ

საქართველოს განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, მინისტრი ახალ კანონპროექტზე - „განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ კანონზე მუშაობს. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე „ქალები ბიოტექნოლოგიაში: მეცნიერება და ინოვაცია“ განაცხადა. მისი თქმით, ახალი კანონი, რომელიც აერთიანებს განათლებისა და მეცნიერების შესახებ არსებულ 7 კანონს, კიდევ უფრო გააძლიერებს მეცნიერებისა და განათლების ყველა საფეხურთან დაკავშირებულ რეფორმებსა და მიმართულებებს. „უკვე დავიწყეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობა, დღეს განათლებისა და მეცნიერების სფერო 7 კანონით არის გაერთიანებული, ამიტომ მათ კოდირებას ვახორციელებთ. პარლამენტის წევრები დამეთანხმებიან, რომ საკანონმდებლო ორგანოს არც საგაზაფხულო და არც საშემოდგომო სესიები არ იმართება ისე, რომ ჩვენ არ წარმოვადგინოთ საკმაოდ დიდი მოცულობის ცვლილება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით, რომელიც მოითხოვს ამ 7 კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი კანონპროექტის მომზადება, რომელსაც დაერქმევა კანონი განათლებისა და მეცნიერების შესახებ. იგი გააერთიანებს 7-ვე კანონის მონაცემებს და იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული თანამედროვე მოთხოვნებზე და სტანდარტებზე. ჩვენი მიზანია საშემოდგომო სესიაზე განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს წარვუდგინოთ. ვფიქრობთ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რეფორმებს და მიმართულებებს, რომლებიც დაკავშირებულია მეცნიერებისა და განათლების ყველა საფეხურთან“, - განაცხადა მიქანაძემ.

"ოცნების" დეპუტატმა ბორის ჯონსონს "ღრმა სახელმწიფოს" აგენტი უწოდა.თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე: ეს რადიკალები რეალურად არასოდეს ყოფილან გახლეჩილი; მათმა ბატონებმა უბრალოდ შეცვალეს კონფიგურაცია და ახლა მათ გააერთიანეს ისინინიკა გვარამია - ამერიკული წყაროები იუწყებიან, რომ ირანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს უმიზნებს - რა ზომებს ვიღებთ, სად არის სამშვიდობო ოცნება? განა საზოგადოება არ იმსახურებს განმარტებას?საქართველო ძაღლების ზოგიერთი ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმს აცხადებსირაკლი კობახიძე: ჩვენს ირგვლივ საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება - არსებობს შემდგომი პოტენციალი ყველა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის.უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო

ENDEKA