გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პედაგოგ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანსა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე ეხება ჯგუფური ძალადობის სულ 5 ეპიზოდს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით, გოგონების სახელით, სავარაუდოდ, თავად წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს, გამოჰყავდათ ისინი ქუჩაში, დათანხმდნენ წინასწარ შერჩეულ ადგილას შეხვედრაზე და მათზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ. კრიმინალური ქმედებები გადაიღეს და გავრცელდა სამიზნე ჯგუფებში. ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვანები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა პედაგოგ გიგი ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე პირებს ჯგუფური ძალადობის სხვა საქმეებშიც ადანაშაულებს. თბილისის პროკურორმა გიორგი მიკაიამ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდში მონაწილეობდნენ. პროკურატურა აქვეყნებს ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ვიდეოჩანაწერებს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, თუ როგორ იყენებს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღს. 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისგან შეიტყო, რომ მათემატიკის სწავლა გიგი ავალიანთან დაიწყო, რომელიც, მისი თქმით, ზედმეტ ყურადღებას იჩენდა.

სალომე სამადაშვილი: ევროპელი დიპლომატებისთვის საქართველოში უფრო მტრული გარემოა, ვიდრე რუსეთში - რაც შეეხება ირანს, ვინც არ უნდა იყოს დღეს ხელისუფლებაში, ყველას მოუწევს ძალიან ფრთხილი პოზიციის დაკავება.უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღოდემნა გვასალიამ Gucci-ში პირველი კოლექცია წარადგინა„ქართულმა ოცნებამ“ კანონიერად ყველას ავალდებულებს აღიარონ მისი ლეგიტიმაციაძმები მიქაძეების ადვოკატი: კოკა მორგოშიამ დღეს თავისუფალ ნარატიულ ნაწილში ბევრი ილაპარაკა გარემოებებზე, მაგრამ კითხვაზე, ვინ დაადასტურებდა მის ნათქვამს, მისი პასუხი იყო, რომ ან არ ახსოვს, ან არ სურს ახსნა - ეს მის ჩვენებას არასანდო ხდის.საქართველო ძაღლების ზოგიერთი ჯიშის მოშენებაზე მორატორიუმს აცხადებს

ENDEKA