მთავრობა თსუ სა და სტუ ს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას გააუქმებს
საქართველოს მთავრობა ცვლის გადაწყვეტილებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგამდე კობახიძე სტუ-ს რექტორსა და პროფესორებს შეხვდა. ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება 29 იანვარს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. განცხადება თსუ სენატმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან შერწყმის ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი. ასევე, თსუ-ს წარმომადგენლობითმა ორგანომ მიიჩნია, რომ ამ ფორმით ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი უნდა შეჩერდეს და მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდეს. თავის მხრივ, სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა. მათ განმარტეს, რომ არ ეთანხმებიან უნივერსიტეტის ავტონომიის რაიმე ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-სთან შესაძლო შერწყმის გზით. საბჭომ ასევე სთხოვა მთავრობას პროცესის შეჩერება განხილვისა და უნივერსიტეტის შეთანხმებამდე.
• საქართველოში ტურიზმის რეკორდი დამყარდა. • სალომე ზურაბიშვილი - მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით წავიდეს • ჩვენს ქვეყანაში ფასების შემსწავლელი კომისია სრული ფარსი აღმოჩნდა - "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი. • საქართველოს გენერალური პროკურორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა • ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ხვდება • კახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტა. •