მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ლანჩხუთში 64 წლის მამაკაცი დააკავეს.

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ლანჩხუთში 64 წლის მამაკაცი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 64 წლის მამაკაცი დააკავეს. გამომძიებლების ინფორმაციით, მან სანადირო თოფიდან გასროლით მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი სამეგრელოს რეგიონში დააკავა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ჩხუბის დროს ბრალდებულმა სანადირო თოფით ესროლა 1984 წელს დაბადებულ მამაკაცს (რ.ბ.), შემდეგ კი მიიმალა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების დროს ეჭვმიტანილი (დ.გ.) დააკავეს, იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმასგაერთიანებული სამეფოს სანქციებს აკრიტიკებს, ComCom აფრთხილებს ქართული მაუწყებლების კონტენტ რეგულაციასაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე - განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას პროგრესისადმი სერიოზული ერთგულების დემონსტრირებისთვისირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს დაურეკაირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასატო კანდას შეხვდა.ბათუმის ბულვარზე ნაპირზე ობიექტების დემონტაჟი გრძელდება

ENDEKA