ზუგდიდში აქტიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა

ზუგდიდში აქტიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მიმდინარე და დასრულებული პროექტების მიმდინარეობა ქალაქის მერმა დავით კოდუამ დაათვალიერა. ბარამიას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ახალი სტადიონი შენდება - ეს იყო მერის საარჩევნო დაპირება, რომელიც ახლა სრულდება. „ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სპორტის განვითარებისთვის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა დავით კოდუამ. ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 224 444 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება თაბუკაშვილისა და კუძიის ქუჩებზე, ასევე დასრულდა ინგირში. ზუგდიდში სულ 7 სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რისთვისაც დაახლოებით 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მერთან ერთად მისმა მოადგილემ ბესიკ ჩეჟიამ და საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კორტავამ დაათვალიერეს. დავით კოდუას თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდამიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა და ოცნებამ დაკარგეს მამა, ვიქტორ ორბანის სახით - ვუსამძიმრებ მათ საერთო მფარველ პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას.საქართველოს პარლამენტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს.Archi: უძრავი ქონების ფასები საქართველოში 2026 წელს 4-6%-ით გაიზრდებალევან მაჭავარიანი: თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ბატონ ორბანს უარვყოფთ; საიდან მოდის ასეთი იდეები? პირიქით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ ბატონი ორბანის მეგობრობისთვის; ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება2025 წელს ქვეყანაში შემოსულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

ENDEKA