მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილმა და ოცნებამ დაკარგეს მამა, ვიქტორ ორბანის სახით ვუსამძიმრებ მათ საერთო მფარველ პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს დ...

მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილმა და ოცნებამ დაკარგეს მამა, ვიქტორ ორბანის სახით ვუსამძიმრებ მათ საერთო მფარველ პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს დ...

ივანიშვილმა და ოცნებამ დაკარგეს მამა, ვიქტორ ორბანი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ორბანმა ივანიშვილს ყველაფერი ცუდი ასწავლა. „ძალიან კარგი რამ მოხდა, გუშინ, როცა აღდგომა აღვნიშნეთ აქაც და უკრაინაში, რადგან სიკეთემ ბოროტება დაამარცხა, ივანიშვილმა და ოცნებამ დაკარგეს მამა, ვიქტორ ორბანი. სწორედ ორბანმა ასწავლა ივანიშვილს ყველა ცუდი. სიძულვილის პლაკატები, „კაცი კაცია და ქალი ქალი“, კორუფცია, ანტიევროპული რიტორიკა, შავი პიარ კონსულტანტები ისრაელიდან, ომით დაშინება. გუშინ ამ ყველაფერმა არ უშველა და უნგრეთში კოლაფსი განიცადა. შეიძლება ეს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდეს. მიუხედავად მრავალი მსგავსებისა, არსებობს ძირითადი განსხვავება - უნგრეთში არჩევნების დღეს არ ხდება გაყალბება და იქ არ არიან პოლიტპატიმრები. ორბანი, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის იყო და რჩება პოლიტიკოსად. საქმე გვაქვს კლასიკურ კრიმინალთან, მაგრამ მათ მაინც ექნებათ ბოლო შანსი. ვუსამძიმრებ მათ საერთო მფარველ პუტინს და ვულოცავ უნგრელებს, უკრაინელებს და ქართველებს ამ ისტორიულ გამარჯვებას. რუსეთი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა რუმინეთში, მოლდოვაში, საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებში და ახლა უნგრეთში. ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე“, - წერს სააკაშვილი.

საია ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვებთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელს შეიტანს„ოპოზიციური ალიანსი“: „ტიზას“ გამარჯვება უნგრელი ხალხის აშკარა არჩევანია დემოკრატიის სასარგებლოდ.პეტერ მაჯიარი პირობას დებს, რომ გააგრძელებს „კარგ ურთიერთობას“ საქართველოსთანსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის სუპერფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებსევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი ხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსზურაბიშვილი უნგრეთის არჩევნებზე: დიქტატორები მიდიან, სამუდამოდ არაფერია ამქვეყნად

ENDEKA