ირაკლი კირცხალია შემაშფოთებელია, რომ შვედეთში გაიზარდა დანაშაულის მაჩვენებელი, ჩვენ შეშფოთებული ვართ თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ასე...

ირაკლი კირცხალია შემაშფოთებელია, რომ შვედეთში გაიზარდა დანაშაულის მაჩვენებელი, ჩვენ შეშფოთებული ვართ თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ასე...

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები უფრო კარგად არის დაცული, ვიდრე რუსეთის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების უმეტესობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისგან დასამალი არაფერი გვაქვს, ამიტომ ეუთოს წარმომადგენლები მოვიდნენ და გამოიძიონ რაც უნდათ და რამდენიც უნდათ. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, უცხო ქვეყნების წარმომადგენლების შეშფოთება, „რომელიც მიკერძოებულ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უაზრო და არარელევანტურია“. „მინდა გამოვეხმაურო საქართველოს საშინაო საქმეებში საგარეო ჩარევის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იყო ერთ-ერთი იმ 24 ქვეყნიდან, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას საქართველოში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. მმართველ გუნდს აქვს მკაფიო პოზიცია. ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად უნდა იყოს მიმართული თანამშრომლობისკენ, გამოიყენება არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელ მექანიზმად, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები უფრო კარგად არის დაცული, ვიდრე რუსეთის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისგან დასამალი არაფერი გვაქვს, ამიტომ ეუთოს წარმომადგენლები მოვიდნენ და გამოიძიონ რამდენიც უნდათ. გარდა ამ მექანიზმისა და, როგორც მედიაში ვკითხულობთ, შვედეთის ზომიერმა ახალგაზრდულმა პარტიამ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში ყველა აქციის მონაწილეს გადასცა. ის, რომ პრიზს ანიჭებთ ყველა დემონსტრანტს, მათ შორის მოძალადე რადიკალებს, არის თქვენი მიკერძოებულობის დადასტურება ძალადობრივი და, რაც მთავარია, კიდევ ერთი უხეში და არამეგობრული ჩარევის მიმართ ქართულ პოლიტიკაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს - რა თქმა უნდა, ზოგადად, მადლობელი ვართ საქართველოს მიმართ ყურადღებისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც ეფუძნება მიკერძოებულ ინფორმაციას, აბსოლუტურად უაზრო და შეუსაბამოა. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც შეიძლება შეგაწუხოთ, არის მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოხატულება. მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორს, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს, აქვს შეშფოთების რეალური მიზეზი თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იქნებ დაგვეხმაროთ და აგვიხსნათ, თქვენ მსგავსად ჩვენც ვართ შეცდომაში შეყვანილი ან ნამდვილად აქვს თქვენს ქვეყანას ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ასე ხმამაღლა საუბრობენ? მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დროს შვედეთში უკიდურესად გაიზარდა დისკრიმინაციული და სიძულვილით გამოწვეული დანაშაულებები. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე გაიზარდა და ზოგადად შვედეთში დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ შვედეთში ბანდების სროლები და აფეთქებები სტაბილურად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ თქვენს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციის გამო და ის ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა სირთულეებს აწყდება მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნისა და შინამეურნეობების ვალის გამო. შემაშფოთებელი ფაქტია ისიც, რომ, სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს მკურნალობას დიდი ხანი უწევთ ლოდინი. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოთქმული შეშფოთება ეფუძნება ფაქტებს, სტატისტიკას და ობიექტურ მონაცემებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გულწრფელად მოგიწოდებთ, არ დაკარგოთ დრო საქართველოში არარსებულ პრობლემებზე ფიქრში და ფოკუსირება მოახდინოთ იმ სერიოზული და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების გადაჭრაზე, რომლის წინაშეც დღეს დგას თქვენი სახელმწიფო. და ბოლოს, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას სამომავლოდ, არა მხოლოდ შვედეთში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კირცხალიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონიერად ყველას ავალდებულებს აღიარონ მისი ლეგიტიმაციაბოკერია: „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის მშვიდობიანი პროტესტი იმდენად, რამდენადაც ის აიძულებს რეჟიმს დათმოს ხელისუფლებაჰეგსეთმა თქვა, როგორ ჩაძირა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული ხომალდიევროპის საბჭოს პლატფორმა: საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესდა რეპრესიული კანონების გამოოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინესნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო

ENDEKA