ბათუმში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა გაძვირდება
ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებზე ტარიფის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი დადგენილების პროექტი უკვე მომზადდა და ბათუმის საკრებულოს წარედგინა, სადაც უმრავლესობას პარტია „ქართული ოცნება“ წარმოადგენს. დოკუმენტის მიხედვით, M3 კატეგორიის მუნიციპალურ ავტობუსებზე მგზავრობის საფასური 0,70 ლარი იქნება. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ტარიფის გადასინჯვის აუცილებლობა დაკავშირებულია მუნიციპალური ავტოპარკის განახლებასთან, ასევე საოპერაციო ხარჯების ზრდასთან, საწვავის და ტექნიკური მომსახურების გაძვირების ჩათვლით. საკითხს საკრებულოს მომავალ სხდომაზე განიხილავენ. ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება ამჟამად 30 თეთრია.
• საბერძნეთმა კრეტას სტრატეგიულ საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა • მახაშვილი: ჩვენ არ გვინდა ყველაფრის ფასად აღვადგინოთ ურთიერთობა აშშ-სთან, წინააღმდეგ შემთხვევაში გადატვირთვის შესაძლებლობა მაინც იქნებოდა • ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყო • ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს • ახლო აღმოსავლეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი სპეციალური რეისი ომანის დედაქალაქიდან განხორციელდა • თამარ ბაგრატიონმა პატიმარ ქალებს დედის დღე მიულოცა •