ასობით ათასი ლარის ღირებულების კონტრაბანდა საქართველოს საზღვარზე ორი ადამიანი დააკავეს

ასობით ათასი ლარის ღირებულების კონტრაბანდა საქართველოს საზღვარზე ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქვეყნის საბაჟო საზღვარზე არადეკლარირებული საქონლის განსაკუთრებით დიდი ტვირთის შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთქმულებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით მოქმედებით, საბაჟო დეკლარაციაში შეიტანეს ყალბი ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია საქონლის საბაჟო ღირებულება 48 502 ლარი რეალური 536 028 ლარის ნაცვლად. ამ დეკლარაციის საფუძველზე, თურქეთიდან საქართველოში სატვირთო მანქანებით სხვადასხვა პროდუქცია შემოიტანეს. სატრანსპორტო საშუალების ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ დეკლარირებული ტვირთის უმეტესი ნაწილის ნაცვლად იყო არადეკლარირებული საქონელი ჯამური საბაჟო ღირებულებით 536 028 ლარი, მათ შორის: • სუნამოები, • ჰიგიენის საშუალებები, • ოთახის სუნამოები, • სანტექნიკის აღჭურვილობა, • ენერგეტიკული სასმელები, • ტკბილეული და სხვა სახის პროდუქტები. გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით. როგორც გუგა თავბერიძემ აღნიშნა, გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და უკანონო საქმიანობის დამატებითი ეპიზოდების იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება.

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე: ბ-ნ პეტრეს შემთხვევაში დასაშვებია ჯერ ტყუილით მანიპულირება, შემდეგ კი სიმართლის არ შემჩნევა - დაირღვა წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, მაგრამ პატიოსნებამ რა დააშავა?!ევროკავშირი ყულევის ქარხნის სანქციებს მოხსნის, რადგან საქართველომ და სოკარმა თანამშრომლობის პირობა დადოვაიმარის სამკუთხედი: საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ვალდებულებებს ახალი რეგულაციებითხუხაშვილმა კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ გააკეთანიკა გვარამია: შეცდომებს ვუშვებთ და ალბათ ისევ დავუშვებთ, მაგრამ მთავარია ვაღიაროთ და გამოვასწოროთმაკა ბოჭორიშვილი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ყულევის ჩართვას ევროკავშირის სანქციების პაკეტში - ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ევროკომისიას, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო - არ არსებობს დამატებითი ვალდებულებები.

ENDEKA