თბილისში დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
პოლიციამ თბილისში ცხელ კვალზე დაჭრის საქმე გახსნა - 3 პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს: 1995 წელს დაბადებული ვ.ა., 2004 წელს დაბადებული შ.მ. და 2005 წელს დაბადებული, ადრე ნასამართლევი დ.გ. გამოძიების დროს დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა 1980 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე სამივე პირი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ცხელ კვალზე აიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• ნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაშინ როცა მათ მიატოვეს ევროპული პერსპექტივები, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. • ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები თავშესაფრებში სტერილიზაციის შემდეგ ცხოველების დაკარგვის შესახებ აცხადებენ • თინა ბოკუჩავა: ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ • თბილისში უცხოელის ძარცვა – ოთხი პირი დააკავეს • ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოტანის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით. • პაპუაშვილი: ევროპარლამენტი უახლოვდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას •