პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან მცენარის ჩამორთმევის საკითხი არ განიხილება

პროკურორი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახიდან მცენარის ჩამორთმევის საკითხი არ განიხილება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, რაც საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველი გახდა. „ირაკლი ღარიბაშვილი დათანხმდა წარმოდგენილ პირობებს და, შესაბამისად, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ამ საქმეზე მოწმის არაერთი ჩვენება იყო წარმოდგენილი, კონკრეტულ სახელს და გვარს ვერ დავასახელებ. საპროცესო შეთანხმებით, ღარიბაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ეს ითვალისწინებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელსაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი შემოსავლის მიღება. შესაბამისად, ჩვენ შევიტანეთ შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისთვის და სასამართლომ ღარიბაშვილი უკვე დამნაშავედ ცნო ბრალდებაში. სასჯელის სახით და ღონისძიების სახით მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით. მას ასევე წაართვეს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული ქონება. ამასთანავე, სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით“, - განაცხადა ნათია თათიაშვილმა. მისივე თქმით, დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დადგენილი არ არის. მის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული ბიურო. კითხვაზე, განიხილება თუ არა ოჯახისთვის მცენარის ჩამორთმევა, ნათია თათიაშვილმა უპასუხა: „არა“.

ბერდია სიჭინავა: „ჩორჩანას საქმეზე“ სასამართლოში მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს და ფინანსთა მინისტრს.ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დაიწყოფაშინიანმა და კობახიძემ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილესუზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღოსადახლოს გამშვებ პუნქტზე 125 ლიტრი თხევადი მეტამფეტამინი ამოიღეს - ირანის მოქალაქე დააკავეს.ირაკლი კირცხალია: არავის აქვს ილუზია, რომ ქართულ კონტექსტში „ღრმა სახელმწიფოს“ მძიმე აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია - ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას ან საქართველოს რომელიმე მტრის წინაშე დაჩოქებას!

ENDEKA