ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს აბუ დაბის მდგრადი კვირეულის (ADSW) სამიტში, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა თემატურ პანელზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგეტიკის საშუალებით. „ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე გამართავს შეხვედრებს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციებია, მონაწილეობენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, ბიზნეს ლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები. პრემიერი აბუ დაბიში გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელეგაციასთან ერთად.

ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reutersევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში - საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდამორგოშია: რუსეთის ფედერაციამ ჯანგველაძეს პოლიტიკური აქტივობა შესთავაზა, რამაც ფარცხალაძე შეაშფოთა"ოცნების" დეპუტატმა ბორის ჯონსონს "ღრმა სახელმწიფოს" აგენტი უწოდა.მიხეილ სააკაშვილი - დღეს ოპოზიცია იჩენს ერთიანობას, ახლა უნდა გამოიჩინოს ძალა და ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს დიქტატურის მიმართ სექტორული სანქციების მოთხოვნა - ამის კომპეტენცია ოპოზიციას ნამდვილად აქვს.ქართული და იაპონური ორგანიზაციები აერთიანებენ ძალებს დავოს26-ის შემდეგ, რათა გააძლიერონ ქალები ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიოში

ENDEKA