თბილისში, ირანის საელჩოსთან თეირანის ქმედებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა თბილისში ირანის საელჩოსთან და სოლიდარობა გამოუცხადა ირანელ მომიტინგეებს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გამოდიოდნენ ქუჩებში ირანის რიგ ქალაქებსა და პროვინციებში პოლიტიკური ცვლილებებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით. ამავდროულად, თეირანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ძალადობით პასუხობს, დემონსტრანტების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებებს იყენებს, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღს. ირანში ინტერნეტის გათიშვის გამო, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაკავებულთა და მოკლულთა შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულად და შეზღუდული რაოდენობით ქვეყნდება. ირანში საპროტესტო აქციების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი აფრთხილებს ირანის ხელისუფლებას, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გამორიცხავს ამ პროცესში ჩარევას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დაწერა: „ამერიკის შეერთებული შტატები დგას მამაცი ირანელი ხალხის გვერდით“. ამასობაში, ემიგრაციაში მცხოვრები ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლავი კვლავ ავრცელებს ვიდეო მესიჯს, სადაც მოსახლეობას კვლავ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ აპირებს ირანში დაბრუნებას.
• საქართველოში მსჯავრდებული რუსი ოთხი დღით ანტისანიტარიულ საკანში გადაიყვანეს. • ჰეგსეთმა თქვა, როგორ ჩაძირა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული ხომალდი • ირანი ხურავს ჰორმუზის სრუტეს - Reuters • ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში - საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა • ვინც ამბობს, რომ "ნაცი" სირცხვილია, ერთი-ორი სიტყვა დაამატე შენზე "ქოცი" - არ მაქვს ამნეზია, დებო და ძმებო, მაქვს მოთმინება და საღი აზრი. • თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე: ეს რადიკალები რეალურად არასოდეს ყოფილან გახლეჩილი; მათმა ბატონებმა უბრალოდ შეცვალეს კონფიგურაცია და ახლა მათ გააერთიანეს ისინი •