გია ვოლსკი ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნისთვის, რომლის მიმართაც მარტა კოსს, კაჯა კალასს ან იუკნევიჩიენს აქვს საკუთარი ...
ვენეციის კომისიამ დაკარგა ფუნქცია და იქცა ბრიუსელის ბიუროკრატიის ბიუროკრატიულ დანამატად - არავითარი ანალიზი, პირდაპირი თავდასხმები საქართველოზე პოლიტიკური ხელკეტით და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ყოველგვარი ანალიზის გარეშე - ეს ის ნიშანია, რაც დღეს ვენეციის კომისიას ახასიათებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვენეციის კომისიის მიმართ პრაგმატულ შეხედულებებს გამოხატავს. მისი თქმით, კომისიასაც ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, როდესაც ჩაუღრმავდნენ საკითხს, დაინახეს, რომ „ვენეციის კომისია ჩამოყალიბდა, როგორც ხელკეტი კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომლის მიმართაც მარტა კოსს, კაჯა კალასს და იუკნევიჩიენს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ“. ის გახდა მსახური, გახდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაცია, ერთ დროს საკმაოდ კარგი ინსტიტუტი იყო, რომელიც პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს და ა.შ. საქართველოსთან მიმართებაში ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციის მიმართ პრეტენზიას არ გამოვთქვამთ იმავე მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ დაკარგა ფუნქცია და გადაიქცა ბიუროკრატიულ აპლიკაციად. როდესაც ვსაუბრობთ ვენეციის კომისიის გადაქცევაზე, რომელიც ეხმარება ბრიუსელის ბიუროკრატიას ან მის დანამატს წარმოადგენს პოლიტიკური თავდასხმის განხორციელების მიზნით, ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ, ვგულისხმობთ რა შენიშვნებს ვიღებთ სხვადასხვა კანონპროექტებთან და შემდგომ კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა გამჭვირვალობას ან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ კანონთან ან პოზიციასთან დაკავშირებით ისეთი ჩარევა ან დასკვნები გააკეთონ, რაც პარტიების აკრძალვას გულისხმობს, რადგან არასდროს არაფერი უთქვამთ, არ გაუანალიზებიათ სიტუაცია, რომელიც ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ შექმნა ხელისუფლებაში ყოფნისას. ადამიანის წამებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ეს მასშტაბი უცნობია ამ რეგიონისთვის და ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებისთვისაც კი. ამის გაანალიზების გარეშე საკუთარი დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა, მიკერძოებულია. შეგიძლიათ გააანალიზოთ და თქვათ, რომ დიახ, იყო დარღვევები და დაეთანხმოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ წამება იყო სისტემატური, მაგრამ მაინც, ამ მიზეზით და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე საუბარი არ შეიძლება. აქ ასე არ არის, არანაირი ანალიზი - პირდაპირ პოლიტიკური ხელკეტით თავს დაესხმება საქართველოს და ყოველგვარი ანალიზის გარეშე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ეს ის ნიშანია, რომელიც დღეს ვენეციის კომისიას ახასიათებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
• ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - ბადაგონის ღვინოები მუნდუს ვინის კონკურსზე 5 ოქროს მედლით დაჯილდოვდნენ. • სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით ეწვევა • ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში - საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა • რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია • ტრამპმა კონგრესს გაუგზავნა წერილი ირანზე თავდასხმების გასამართლებლად • ქეთევან ბაქარაძე უმრავლესობისადმი: თქვენ ყოველდღე გვესაუბრებით ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ კვერცხზე ფასსაც ვერ დააკლებ, რომ აღარაფერი ვთქვათ პენსიებზე - ეს თქვენი ეკონომიკური ზრდა ერთი ჩინოვნიკის ჯიბეში მთავრდება, მერე მეორის ჯიბეში. •