თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ შს ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად დაუჭირა მხარი. მანამდე მოსამართლემ მხარეების მოთხოვნა 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეში მტკიცებულებების შეტანის თაობაზე მოისმინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის მტკიცებულებები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით საქმეს არ დაემატა. ამასთან, მოსამართლემ საქმეში სრულად შეიტანა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ასევე საჯარო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ეს ქმედებები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
• საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ განაცხადა. • გიგა ლემონჯავა: „ოპოზიციური ალიანსის“ კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის - ჩვენ ვაგრძელებთ მათთან კოორდინაციას • რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი - შემოსავლებისა და ქონების დეკლარაცია • რუსი მხატვარი საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის დროს დააკავეს. • ოპოზიციური პარტიების ალიანსმა შეთანხმების პრინციპებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. • ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში - საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა •