ადვოკატის თქმით, ესპანეთში დაკავებული ბიჭიკო პაიკიძე თავისუფალია
ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და კომპანია B.P.-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე. ესპანეთში დაკავებული ე.წ წითელი ცირკულარით ინტერპოლის მიერ ძებნილი ტრანსი თავისუფალია, განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პაიკიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ. მისი თქმით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების იმავე დღეს, 9 დეკემბერს გაათავისუფლეს, თუმცა ამის მიზეზზე ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს. ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისი საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს სასამართლო პროცესზე გამოაცხადა. როგორც მაშინ სახელმწიფო პროკურორმა განაცხადა, პაიკიძის ექსტრადიციის პროცედურები მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს ბიჭიკო პაიკიძეს ბრალად ედება 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის განხორციელებისას, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთზე ბიჩის მუნიციპალიტეტის ავტომაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე და სტიქიის ზონის გარკვეულ მონაკვეთზე, სახელმწიფო ტენდერის განხორციელებისას. შპს "B.P. TRANS"-ის 100%-იანი წილის მფლობელი პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიასა და კომპანიის თანამშრომლის იოსებ ჩანჩალეიშვილის, ასევე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი კომპანიის მენეჯერების - როინ გაჰაძეორგ კვარაცხელაძის დახმარებით. თაღლითურად მიითვისა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი თანხა - 4 184 249 ლარი, რამაც დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა და არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. კომპანიის მფლობელ ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებასა და ყალბი სამსახურებრივი დოკუმენტების მომზადება-გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, რის შემდეგაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაიწყო.
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მოამზადეს 14 კონტრარგუმენტი დაგეგმილი განათლების რეფორმის რისკებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით და შეიმუშავეს რეკომენდაციების პაკეტი. • ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ვამპირია, მიდის და კბენს - ვამპირს დღის სინათლის ეშინია, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს, რომ ეს ბოროტება დასრულდეს • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი - თავდაცვის სამინისტრომ შექმნა არა მხოლოდ არაკონკურენტული, არამედ მიკერძოებული გარემო და შესყიდვაში გაცილებით მეტი გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა. • TI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს. • სახელმწიფო rolex-ის სამ საათს აუქციონზე ყიდის • საქართველო დაჰპირდა ევროკავშირს, რომ მომავალში არ დაუშვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს საქართველოს პორტებში შესვლას. •