გიდის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება 2026 წლიდან

გიდის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება 2026 წლიდან

კანონი „გიდების სერტიფიცირების შესახებ“ ამოქმედდება 2026 წლის ივნისიდან, კერძოდ, გიდების სერტიფიცირების ვალდებულება 2026 წლის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. ამ წესის დარღვევისთვის არის გარკვეული სანქციები. კერძოდ, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, სამთო გიდის, სათხილამურო გიდისა და მთამსვლელის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე სერტიფიცირებული პირი. ამასთან, მის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პერსონალის სერტიფიცირების ორგანო. სანქციებთან დაკავშირებით, სამთო გიდის, სათხილამურო გიდის ან ალპინისტის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ნებართვის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერთიფიკატი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არარსებობა არის ჯარიმა 500 ლარი.

საქართველო თანდათან აკრძალავს პლასტმასის ბოთლებსმზარდი რეპრესიების ფონზე საია შეწყვეტს იურიდიული დახმარების სერვისებს „კრიზისული რეჟიმის“ მოტივითსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში თითქოს წინასწარ იყო მომზადებულისასამართლომ კომპანია Sector 7-ის ორი დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო 10,7 მილიონი ლარის მითვისებაში.ნიკა გვარამია: შეწყვიტე ჩარლზ მიშელის სულის გამოძახება მბრუნავი ფირფიტითქართული დაფნის მთავარი მყიდველები ჩინეთი და რუსეთი გახდნენ

ENDEKA