სრულიად საქართველოს პატრიარქმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მუჯირიმ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო; ეპისკოპოსმა შიომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წელს აღინიშნება საიუბილეო თარიღი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. მან „გამოთქვა იმედი, რომ საელჩო მიიღებს მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებებში“. „ბატონ ალან პერსელთან საუბარში სასულიერო პირებმა გააჟღერეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილისთვის არაღიარების პოლიტიკაში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბ-ნმა ალან პერსელმა მადლობა გადაუხადა სამღვდელოებას თბილი დახვედრისთვის და იმედი გამოთქვა ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესახებ“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ტექსტში.
• საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე ტენდერი გაუქმდა • ქუთაისში არასრულწლოვანებმა ყვავილების მაღაზია გაძარცვეს • ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში: ყულევის ნავთობტერმინალი ამოღებულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტიდან. • მაჭავარიანი: მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. • ტრამპი კუბას "მეგობრულად" დანებებისკენ მოუწოდებს • Zara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა. •