საბაზო განათლება კვლავ 9 წლიანი გახდება განათლების მინისტრი

საბაზო განათლება კვლავ 9 წლიანი გახდება განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, რომელიც დღეს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას წარადგენს, სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებები დააანონსა. კერძოდ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთი წლის წინ მიღებული კანონი საბაზო განათლების ცხრადან ათ წლამდე გაზრდის შესახებ ხელახლა უნდა შეიცვალოს. „სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა ასე განისაზღვრება: დაწყებითი განათლება 1-დან მე-6 კლასამდეა, საბაზო განათლება 7-დან 9-მდე, ხოლო საშუალო განათლება მე-10-დან 11-მდე. განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 19 წლიანი განათლება საკმარისი იყოს ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად“, - განაცხადა გივი მიქანაძემ პრეზენტაციაზე. ყოველი წლის მარტში გამოცხადდება მე-12 კლასის დამთავრების მსურველთა შერჩევა. მინისტრი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, პედაგოგები ხელფასის მხრივ არ დაზარალდებიან.

გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ტვ ფორმულა“-ს სასამართლოში უჩივლა.მარნეულში ფრინველის უკანონო სასაკლაო აღმოაჩინესთბილისი ახალ სამეზობლო პარკს ზაჰესში ააშენებსნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.რასა იუკნევიჩიენემ წაიკითხა წერილი ელენა ხოშტარიას ევროპარლამენტში დებატების დროს.ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოტანის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით.

ENDEKA