გააგზავნე ამანათი

გააგზავნე ამანათი

შეავსეთ ფორმულარი, შეიყვანეთ ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების შესახებ, და უახლოეს დროში დაგიკავშირდებათ კურიერი, რათა შეათანხმოს ამანათის გადაცემის დრო გადახდის პირობები. ამანათის გადაცემა/ჩაბარება ევროპაში (DE, FR, BE, NL, DK, PL, CZ, AT) ხდება კურიერთან, საქართველოში კი ფოსტის ფილიალში (სრული სია იხილეთ გვერდზე "კონტაქტი"). ამანათის გაგზავნის ფასი ევროპიდან საქართველოში არის 3 ევრო/კგ, საქართველოდან ევროპაში კი 5 ევრო/კგ. ამანათის წონა იანგარიშება მინიმუმ 5 კგ-დან. მაგალითად, თუ ამანათი 2 კგ-ს იწონის, მაშინ ევროპიდან საქართველოში გაგზავნა ეღირება 15 ევრო (5 კგ x 3 ევრო/კგ) და საქართველოდან ევროპაში კი 25 ევრო (5 კგ x 5 ევრო/კგ).

ტრანსპორტირების ხანგრძლივობა: 10-14 დღე დაზღვევა: ამანათი იზღვევა სტანდარტულად ტრანსპორტირების ფასის ოდენობით, ძვირადღირებული ამანთის შემთხვევაში კი შეთანხმებით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას: * ღირებულება: ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს. * წონა: ამანათის წონა აღემატება 30 კილოგრამს (კგ). * ერთგვაროვნება: ამანათი შეიცავს ერთგვაროვან საქონელს. * თუ ამანათის წონა ან ღირებულება აღემატება ზემოთ მოყვანილ ნიშნულებს, მაშინ, განბაჟების თავიდან ასაცილებლად, თუ შესაძლებელია, დაყავით ამანათი, რომ თითოეული ამანათის წონა არ აღემატებოდეს 30 კილოგრამს, ღირებულება 300 ლარს და გააგზავნეთ/შეუკვეთეთ სხვადასხვა მიმღებზე. საფოსტო გზავნილით აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა: * ფულადი სახსრები: რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები, საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები. * მალფუჭებადი პროდუქცია: მალფუჭებადი საკვები პროდუქცია. * საშიში ნივთიერებები: ფეთქებადი ნივთიერებები. * ცოცხალი ორგანიზმები: ცოცხალი ცხოველები. * მცენარეული პროდუქცია: მიწა და ნერგები მიწით. მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი). ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი. * აკრძალული ნივთიერებები: ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია. ფსიქოტროპული ნივთიერებები. * წამლები: წამლები (10 შეკვრაზე მეტი). * პორნოგრაფია: პორნოგრაფიული სახის პროდუქცია. საბაჟო წესებისა და პროცედურების სრული ვერსიის სანახავად, ეწვიეთ შესაბამისი ქვეყნის ინსტიტუციის ვებგვერდს.

საახალწლო საჩუქრები: გამოიწერე და გააგზავნე მარტივად ბაზარუკასთან ერთად!იშოპინგეთ ევროპაში, გააგზავნეთ საქართველოში: თქვენი საუკეთესო ონლაინ შოპინგის პარტნიორირა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?უსწრაფესი გზავნილები გერმანიაშივეძებთ კურიერს: დასაქმება გერმანიაშიამანათების გადამზიდი კომპანიები - რატომ უნდა აირჩიოთ ბაზარუკა?ამანათების სწრაფი გაგზავნა გერმანია-საქართველო / საქართველო-გერმანიანოდარის ამანათები: სწრაფი და უსაფრთხო გზა გერმანიიდან საქართველოშიქართული ტკბილეული გერმანიაში: აღმოაჩინეთ ტრადიციული გემოები!ამანათი: თქვენი გზამკვლევი სწრაფი და უსაფრთხო მიწოდებისთვისამანათების ტრანსპორტირება გერმანიიდან საქართველოშიამანათების გაგზავნა გერმანიიდან საქართველოშიქინძმარაული თიხის ბოთლშისიმინდის ფქვილიცოლიკოურიოჯალეშისვანური მარილიღერღილი

ENDEKA

ახალი ამბები