გააგზავნე ამანათი
შეავსე ფორმულარი, ჩაწერე ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების შესახებ, და უახლოეს დროში დაგიკავშირდება კურიერი, რათა შეათანხმოს ამანათის გადაცემის დრო და გადახდის პირობები. ამანათის გადაცემა/ჩაბარება ევროპაში (DE, FR, BE, NL, DK, PL, CZ, AT) ხდება კურიერთან ან Hermes, DPD, GSL, DHL სერვისით, საქართველოში კი ფოსტის ფილიალში (სრული სია იხილე გვერდზე "კონტაქტი"). ამანათის გაგზავნის ფასი ევროპიდან საქართველოში არის 3 ევრო/კგ, საქართველოდან ევროპაში კი 5 ევრო/კგ. ამანათის წონა იანგარიშება მინიმუმ 5 კგ-დან. მაგალითად, თუ ამანათი 2 კგ-ს იწონის, მაშინ ევროპიდან საქართველოში გაგზავნა ეღირება 15 ევრო (5 კგ x 3 ევრო/კგ) და საქართველოდან ევროპაში კი 25 ევრო (5 კგ x 5 ევრო/კგ). გაითვალისწინეთ: პატარა ამანათებზე კურიერის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება. ამანათი უნდა გამოგზავნოთ ჩვენს ერთ-ერთ ოფისში, საიდანაც ის საქართველოში გადაიგზავნება. ტარიფი: 2.50 €/კგ + გერმანიის შიდა გზავნილის ღირებულება (3-10 €). მინიმუმ 2 კგ.
ტრანსპორტირების ხანგრძლივობა: 10-14 დღე დაზღვევა: ამანათი იზღვევა სტანდარტულად ტრანსპორტირების ფასის ოდენობით, ძვირადღირებული ამანთის შემთხვევაში კი შეთანხმებით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას: * ღირებულება: ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს. * წონა: ამანათის წონა აღემატება 30 კილოგრამს (კგ). * ერთგვაროვნება: ამანათი შეიცავს ერთგვაროვან საქონელს. * თუ ამანათის წონა ან ღირებულება აღემატება ზემოთ მოყვანილ ნიშნულებს, მაშინ, განბაჟების თავიდან ასაცილებლად, თუ შესაძლებელია, დაყავით ამანათი, რომ თითოეული ამანათის წონა არ აღემატებოდეს 30 კილოგრამს, ღირებულება 300 ლარს და გააგზავნეთ/შეუკვეთეთ სხვადასხვა მიმღებზე. საფოსტო გზავნილით აკრძალულია შემდეგი სახის ნივთების გამოგზავნა: * ფულადი სახსრები: რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები, საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები. * მალფუჭებადი პროდუქცია: მალფუჭებადი საკვები პროდუქცია. * საშიში ნივთიერებები: ფეთქებადი ნივთიერებები. * ცოცხალი ორგანიზმები: ცოცხალი ცხოველები. * მცენარეული პროდუქცია: მიწა და ნერგები მიწით. მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი). ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი. * აკრძალული ნივთიერებები: ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია. ფსიქოტროპული ნივთიერებები. * წამლები: წამლები (10 შეკვრაზე მეტი). * პორნოგრაფია: პორნოგრაფიული სახის პროდუქცია. საბაჟო წესებისა და პროცედურების სრული ვერსიის სანახავად, ეწვიეთ შესაბამისი ქვეყნის ინსტიტუციის ვებგვერდს.
• ისარგებლეთ დაბალი ფასებით, სწრაფი და საიმედო სერვისით • ონლაინ შოპინგი • ფასდაკლება ამანათის გაგზავნაზე საქართველოში • FSG Post-ის ამანათები საქართველოში - სწრაფი და საიმედო სერვისი • რა ღირს ამანათის გაგზავნა გერმანიიდან საქართველოში? • როგორ გააგზავნოთ ამანათი •