ლანა გალდავა ქართულ ოცნებას და კობახიძეს შევახსენებთ, რომ ბრძოლას მიჩვეული ვართ დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ვინმე იარაღს დადებს ჩვენი ბრძოლა აუცილ...

ლანა გალდავა ქართულ ოცნებას და კობახიძეს შევახსენებთ, რომ ბრძოლას მიჩვეული ვართ დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ვინმე იარაღს დადებს ჩვენი ბრძოლა აუცილ...

ჩვენ, "ძლიერი საქართველო - ლელო", მიჩვეული ვართ ირაკლი კობახიძის და, ზოგადად, "ქართული ოცნების" მსგავს მუქარებს. ჩვენი შექმნის დღიდან მუდმივად ვიმყოფებით პოლიტიკური უსამართლობის ქვეშ. ამიტომ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ვიქნებით ბრძოლის ყველა ფრონტზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო, არჩევნები, თუ ქუჩის აქციები. „ლელო“ ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყველას შეუძლია მოემზადოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა პროცესებიც იქნება, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში. გალდავას თქმით, შორს არ არის ის დღე, როცა ქართული ოცნება დამარცხდება და დასავლეთზე ორიენტირებული და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ. „ძლიერი საქართველო - ლელო“ შეჩვეულია ქართული ოცნებისა და ირაკლი კობახიძის მუქარის ტონს. ზოგადად, ასეთ მუქარას მაშინ იყენებენ, როცა მოწინააღმდეგე ძლიერია და ვიცით, რომ ძლიერი საქართველო - ლელოა, ამიტომაც ყველა აკრძალული მეთოდით გვეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ ბრძოლას - ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, არჩევნებით და ქუჩის აქციებით. მათ არ უნდა ელოდონ, რომ ვინმე დადებს იარაღს. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა გალდავამ. მან ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ანაკლია აუცილებლად გახდება „ტრამპის მარშრუტის კარიბჭე“. „ჯო უილსონის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც „ძლიერი საქართველო - ლელო“ მუდმივად ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებს შორისაა. ანაკლიის პორტი უნდა გახდეს "ტრამპის მარშრუტის" კარიბჭე. აუცილებელია, რომ ის აშენდეს დასავლური ინვესტიციებით. ანაკლიის პორტი არის ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ამისთვის ჩვენ გვჭირდება სწორი წინადადება და სწორი წინადადება არის „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ მიერ წარმოდგენილი“, - განაცხადა გალდავამ. კონტექსტში, რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურა ღია დარჩეს და არ მოხვდეს პეკინის დომინირების ქვეშ. „ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის მზარდი თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტის, ანაკლიის მიმართ. ჩინეთის ინტერესი ანაკლიით დაკავშირებულია ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტირების კონტროლთან. ეს რესურსები საქართველოზე უნდა გაიაროს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს გახდის. შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ღია დარჩეს და არ იყოს პეკინის მიერ დომინირებული“, - თქვა ჯო უილსონმა.

ძიუდოისტმა ტიმურ არბუზოვმა რუსეთს თბილისში ევროპის ჩემპიონატის მორიგი ოქრო მოუტანასაგარეო ვაჭრობის თავისუფლების მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-7 ადგილზეა„პალიტრა მედია“ 31 წლის გახდანიკა გვარამია: 26 მაისი ბიძინასთვის ადვილი არ არის; ალტერნატიული ეგრეთ წოდებული რბილი პლატფორმების გაჩენა ამის მაჩვენებელია - თუ მისი დამარცხება გვინდა, ავტორიტარი ყოველთვის უნდა შეექმნას ის, რისიც ეშინია.საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სესია გაიმართა.დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან ორშაბათს საპროტესტო აქცია გამოაცხადეს.

ENDEKA