შალვა პაპუაშვილი ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, თუ გავითვალისწინებთ რა გახდა გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ

შალვა პაპუაშვილი ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, თუ გავითვალისწინებთ რა გახდა გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ

ტრაგედიაა, როცა ვხედავთ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების დამცინავ, ამპარტავან დამოკიდებულებას - ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს იმის გათვალისწინებით, თუ რა გახდა გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში ქართველ ჟურნალისტებს. ამით მან გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებას, რომელმაც ვაიმარის სამკუთხედის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაისვა კითხვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საქართველოს შესახებ, სადაც პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული, ხოლო გერმანულმა მხარემ ტექნიკური პრობლემა დაასახელა. „იმედია გერმანელებს შერცხვება და მერე მაინც გამოასწორებენ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, თითქმის ორი წელია ასეთი საქციელით სისულელეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ამ ფონზე, გერმანიის ელჩის საქციელი, რომელიც ზუსტად ამ ხასიათშია, აღარ არის გასაკვირი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა არ ცნობს ხუთ მილიონ ქართველს. ჩვენ არაფერი ვართ, ხუთმილიონიანი საქართველო, ხალხად არ გვთვლიან, ჩვენს არჩევანს არჩევნად არ თვლიან და ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც უნდათ. ლევან მახაშვილი შეხვდა დელეგაციას, სადაც იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და ამ ყველაფრის ახსნა ტექნიკური საკითხებით შეეცადა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ცდილობენ ეს ყველაფერი IT სპეციალისტებს დააბრალონ. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში და გერმანიასთან დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე, დღეს ვხედავთ დამცინავ, ამპარტავნულ დამოკიდებულებას გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც არ ცნობენ ქართველებს ხალხად, არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს არჩევანს. ეს იწვევს ძალიან ბნელ ასოციაციებს, როდესაც ვხედავთ მთელი ერის უგულებელყოფის პოლიტიკას. ჩვენ თვითონ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები. სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის საქციელით გერმანიის მთავრობამ ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის რეპუტაციას, რომ ქართველების თვალში შელახული რეპუტაციის აღდგენას, მართლაც, წლები დასჭირდება. პირადად მე მიმიღია მონაწილეობა იმაში, რომ გერმანია ქართველების თვალში მეგობარი და მხარდამჭერი იყო. დღეს ისინი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან, თუმცა გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლი, გერმანიის წარსულის გათვალისწინებით, იწყება სიტყვებით - ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია. ისინი არღვევენ ჩვენს ღირსებას და უფლებას, ავირჩიოთ საკუთარი ხელისუფლება. ასეთი საქციელით არღვევენ ჩვენს სუვერენიტეტს. ჰანს გენშერი, ალბათ, საფლავში ტრიალებს, აინტერესებს, რა გახდა გერმანიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ“, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

აბასთუმანში აკრძალული ზონის შექმნის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებსბათუმის ბულვარის მუშებმა შრომის უფლების მოთხოვნით აქცია გამართესსაქართველო გახდება მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოშიპაპუაშვილი: ბრიუსელი დაბრკოლებად იქცაკახა კალაძე: ახლა მიხვდნენ, რომ არჩევნებს აქვს მნიშვნელობა, არა?! - ხალხმა კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვის ემსახურება სალომე ზურაბიშვილი და ვისი გავლენის ქვეშ იმყოფება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერების შეხვედრაზე სიტყვით გამოვა

ENDEKA