განათლების მინისტრი აშშ ში გაეროს განვითარების პროგრამის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
გივი მიქანაიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და გაეროს ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების განვითარების პროგრამის რეგიონალური ბიუროს დირექტორს ივანა ზივკოვიჩს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებას, ასევე UNDP-თან ამ მიმართულებით პარტნიორობას. გივი მიქანაიძემ მადლობა გადაუხადა ივანა ჟივკოვიჩს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა UNDP-თან მჭიდრო თანამშრომლობისთვის 2026-2030 წლების „პროგრამული დოკუმენტის“ განხორციელების პროცესში. ხაზი გაესვა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. თავის მხრივ, ივანა ზივკოვიჩმა დადებითად შეაფასა პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და დაადასტურა მინისტრთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.
• ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა • ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეხვედრის დაწყებამდე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან • ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა • გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა • სალომე ზურაბიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივიდა, სადაც შესაძლოა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან, იუმორისტ ონისე ცხადაძესთან და 9 სხვასთან დაკავშირებით განაჩენი გამოცხადდეს. • მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა •