პროკურატურა კოდაში, ჩხუბის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ბეტონის ზედაპირის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა როგორც ამბობენ, ერთი ად...

პროკურატურა კოდაში, ჩხუბის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ბეტონის ზედაპირის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა როგორც ამბობენ, ერთი ად...

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სოფელ კოდაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც სიტყვიერი შელაპარაკების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. გამოძიება დაიწყო მუქარისა და განზრახ მსუბუქი სხეულის დაზიანების მუხლებით. კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე, დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ბეტონის ზედაპირის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად, სავარაუდოდ, ერთ ადამიანს ბეტონიდან ფრაგმენტების რიკოშეტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს. „სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს; იკითხებიან მოწმეები და დანიშნულია შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. ამ ეტაპზე არცერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ ჯანმრთელობის მცირე დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა)“, - ნათქვამია განცხადებაში.

პლასტმასის ბოთლებში სასმელების მირთმევის აკრძალვა 1 ივლისიდან ამოქმედდება.ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა.ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდებამიტროპოლიტი შიო: თუ დიდმარხვის დროს სინანულზე ვფიქრობდით, დიდმარხვის შემდეგ უნდა ვეცადოთ, რომ არ დავუბრუნდეთ მოვინანიეთ ცოდვებს - ბევრი ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ სხეულს, მაგრამ არ ზრუნავს სულზეაზარტული თამაშების ინდუსტრიაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა სულ უფრო მკაცრდება.საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკაში, აცხადებს ფინანსთა მინისტრი

ENDEKA