ოპოზიციური ალიანსი ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ახალ რეალობაში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლე...

ოპოზიციური ალიანსი ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ ახალ რეალობაში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლე...

ოპოზიციური ალიანსი ულოცავს უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში ტიზას პარტიის გამარჯვებას პეტერ მაჯიარის ხელმძღვანელობით, რაც აშკარად უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანია დემოკრატიის მხარდასაჭერად, - ასე ეხმაურება ოპოზიციური ალიანსი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს. ალიანსი უსურვებს უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებებს და გამოთქვამს იმედს, რომ „უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში მნიშვნელოვნად შესუსტდება პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში და გაღრმავდება თავისუფალ ერებს შორის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში“. „უნგრეთი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, რაც აშკარად გამოიხატა ვიქტორ ორბანის დამარცხების აღიარებით: ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. უნგრეთის მტკიცე და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში მნიშვნელოვნად შესუსტდება პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში და გაღრმავდება თავისუფალ ერებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს პეტერ მაგიარის პარტია Tisza. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

15-17 აპრილს საქართველოში უმეტესად მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელიწვიმამ დატბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები კახეთის რეგიონშიმარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდაშეძლებენ თუ არა აშშ და საქართველო ურთიერთობების გადატვირთვას?ეპისკოპოსი შიო - კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი მსახურება ადვილი არ იყო - უწმინდესი, როგორც ჩანს, სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ერის გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სული შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ

ENDEKA