ბუშის ინსტიტუტის დირექტორი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
აშშ-ის კონგრესი მხარს არ უჭერს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა. მისი თქმით, პირიქით, არის მხარდაჭერა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებისთვის. რაც შეეხება ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, მაგრამ ამავდროულად ის ქმნის გარკვეულ ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებს. როდესაც თქვენ გაქვთ სატელეფონო საუბარი მდივან რუბიოსთან, რომლის დეტალები დიდწილად არ გახმაურებულა და ამავდროულად არის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც მე მხარს ვუჭერ - ვფიქრობ, ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სანქციების გახანგრძლივებაზე. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხზე ადეკვატურად არ მოქმედებდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წევრების მიმართ მათი საქციელის გამო დამატებითი სანქციები დაეწესებინა, მაგრამ ეს არ მოხდა. მსურს ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ქართული ოცნების მთავრობის მიმართ. აღმასრულებელი ბრძანების 14024 გაფართოება ჩემთვის პოზიტიური მოვლენა იყო, მაგრამ სიგნალები გარკვეულწილად დამაბნეველი რჩება იმ თვალსაზრისით, თუ რა არის რეალურად ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. ამჟამად თბილისში აშშ-ის ელჩი არ არის და ნამდვილად გამოდგება სიტუაციას, თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი და სენატის მიერ დამტკიცებული კანდიდატი დაინიშნება. ეს უფრო მეტ სიცხადეს მისცემს. ალან პერსელი, ვისთანაც მე ვიმუშავე სახელმწიფო დეპარტამენტში, შესანიშნავი დიპლომატია, მაგრამ მას არ აქვს სენატის მიერ დადასტურებული ელჩის სტატუსი. მოიხსნება თუ არა ივანიშვილზე სანქციები? არა მგონია. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის პოზიცია. მოგეხსენებათ, კონგრესმენი ჯო უილსონი აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფო დეპარტამენტს უფრო მკაცრი მიდგომისკენ ქართული ოცნების მიმართ. სენატორი შაჰინი ასევე არის ამ მთავრობის ძლიერი კრიტიკოსი. არსებული ვითარება საინტერესო იქნება, რადგან წარმომადგენელთა პალატამ, როგორც ცნობილია, უკვე მიიღო MEGOBARI აქტი, მაგრამ ის სენატში დაბლოკა ყოფილმა სენატორმა მარკვეინ მალენმა, რომელიც ახლა ახალი თანამდებობაა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში. როგორც ჩანს, ის იყო ერთადერთი დაბრკოლება სენატში ამ კანონმდებლობის მიღებაში, ამიტომ შესაძლებელია სენატმა ეს ინიციატივა მაინც განიხილოს. მე არ ვარ ექსპერტი იმ ტექნიკური დეტალების შესახებ, თუ როგორ მუშაობს კონგრესი, მაგალითად, თუ კანონპროექტი მიიღებს სენატს, დასჭირდება თუ არა მას ხელახლა განხილვა პალატაში დროის გასვლის გათვალისწინებით. ალბათ კი, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ძალიან დადებითი სიგნალი იქნება. ასევე მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ აშშ-ის კონგრესში არ არსებობს მხარდაჭერა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის. პირიქით, არის მათი გამკაცრებისა და გაფართოების მხარდაჭერა, მათ შორის, სხვა ჩინოვნიკებთან და არა მხოლოდ ივანიშვილთან მიმართებაში. ამიტომ, ჩემი აზრით, უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ ვიხილოთ ამ სანქციების გაუქმება“, - განაცხადა კრამერმა.
• გრიგოლ გეგელია - გუშინ დადასტურდა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც არჩევნებით დასრულდა - ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოვუწოდებ • მარჯანიშვილსა და ვაგზლის მოედანს შორის არსებული გვირაბი 6,3 მილიონ ლარად გარემონტდება • საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას ჩამორჩება სასურსათო თვითდაკმაყოფილების მხრივ • საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვის შესახებ • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის მუშაობის შედეგები • ზურაბიშვილი უნგრეთის არჩევნებზე: დიქტატორები მიდიან, სამუდამოდ არაფერია ამქვეყნად •