იერუსალიმში წმინდა ცეცხლის დაღმართის რიტუალის წინ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
იერუსალიმში წმინდა ცეცხლის დაღმართის რიტუალის წინ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია შემოღებული. პოლიცია რიტუალისთვის კვირების განმავლობაში ემზადებოდა ეკლესიის ოფიციალურ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, თქვა პოლიციის სპიკერმა. ცეცხლის დაღმართის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე ასობით პოლიციელია განლაგებული, მათი მთავარი ამოცანა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც მოგეხსენებათ, ისრაელს თავს დაესხნენ ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტები. დღეს წმინდა ცეცხლის დაღმართი, რომელიც შეზღუდული ფორმატით უნდა მომხდარიყო, სრულმასშტაბიანი იქნება. ისრაელის პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა. ადგილზე ასობით პოლიციელი დაესწრება. ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ ღონისძიება ჩატარდეს უსაფრთხოდ და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს ამით“, - განაცხადა ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა დინ ელსდანმა. აღსანიშნავია, რომ წელს ცეცხლის დაღმართის რიტუალი სპეციალური პირობებით ტარდება: ირანთან ომთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რამაც შესაძლებელი გახადა რიტუალის სრული მასშტაბის ჩატარება.
• ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა. • ზემო ლარსი ახლა: სამგზავრო მანქანების მოძრაობა აღდგა • გახარია საქართველოსთვის ყაველაშვილს ჭიათურის მაღაროელების შეწყალებისკენ მოუწოდებს • საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკაში, აცხადებს ფინანსთა მინისტრი • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება • საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქეა დეპორტირებული •