ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტმა ოფიციალურ ვახშამზე მიიწვია
სლოვაკეთის პრეზიდენტმა პიტერ პელეგრინიმ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გამართა. ამის შესახებ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში იტყობინება. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გუშინ ჩავიდა. ყაველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტს პიტერ პელეგრინის შეხვდა, რის შემდეგაც მაღალჩინოსნებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ყაველაშვილმა ასევე შეხვედრები გამართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერ დენის საკოვასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთში იმყოფება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე კვაჭაკიძესთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად.
• პაპუაშვილი მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა • სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჭარბი პოპულაციის მართვის პროგრამის განრიგს აქვეყნებს • საქართველოში კვლავ მაღალია იმ შემთხვევების პროპორცია, როდესაც სტუდენტებს საზღვარგარეთ წასვლის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერებენ - ომბუდსმენი • მიტროპოლიტი სტეფანე: ვენდობი პატრიარქის გადაწყვეტილებას და სხვა არჩევანი არ მაქვს - ჩვენ ვხედავთ მიტროპოლიტ შიოს შემოქმედებას და კმაყოფილი ვარ • ყაველაშვილი: „ოპოზიციურ ალიანსში“ ერთიანდებიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლები • შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ამერიკელ ინვესტორებში ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ვერ გამოვიჩინეთ. •