მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის სხდომამ ძალიან ცივილიზებულ და მშვიდ გარემოში ჩაიარა შეიქმნა საარჩევნო კომისია განათლებისა და ასაკის შესახებ გადაწყვეტი...

მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის სხდომამ ძალიან ცივილიზებულ და მშვიდ გარემოში ჩაიარა შეიქმნა საარჩევნო კომისია განათლებისა და ასაკის შესახებ გადაწყვეტი...

მეუფე ზენონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის კანდიდატის ასაკობრივი და განათლების მოთხოვნების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს. როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დისკუსია ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხო და შეიქმნა საარჩევნო კომისია. „ეს იყო ექვსსაათიანი სხდომა, ძალიან ცივილიზებულ და მშვიდ გარემოში ჩატარდა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. ძირითადი დისკუსია პროცედურულ საკითხებზე იყო, შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლებისა და ასაკის საკითხებს, ამაზე გადაწყვეტილება მომავალ სხდომაზე იქნება მიღებული. იყო ზოგადი დისკუსია. ეს სინოდის სხდომაზე გადასაწყვეტად არ მიიჩნიეს და მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. მოხდა აზრთა გაცვლა. ეს არ არის იმპერატიული ხასიათის საკითხი. შედეგი დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე და იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს უმრავლესობა. ყველაფერი ერთ სხდომაზე გადაწყდება. შემდეგი იქნება სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც პატრიარქს ავირჩევთ“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნა საქართველოში გარე ჩარევის გარეშე მოხდა„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი: ჰააგის სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყება ძალიან რთული პროცესია. ამავდროულად, უნდა განვასხვავოთ ხელისუფლების მკაცრი რიტორიკა და მისი რეალური ძალისხმევა პრობლემის გადასაჭრელად - პროგრესი შესაძლებელია.მაღალ ფასებთან ბრძოლა ფაქტობრივად გადაიზარდა 100-დღიან გაძვირებად - ნაციონალური მოძრაობის წევრიხატია დეკანოიძე - ირანის ელჩის ორივე განცხადება მუქარაა - ქართული ოცნების პოზიციები ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ ვრჩებით დაუცველებიშვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ნაწილობრივ აწესებსეპისკოპოსი ილარიონი: დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღეს

ENDEKA