ლაშა ფარულავა ეგრეთ წოდებული ფასებთან ბრძოლა რეალურად გადაიზარდა 100 დღიან მატებად პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური მოხმარებიდან დაწყებული ს...
ე.წ ფასებთან ბრძოლა ფაქტობრივად გადაიზარდა 100-დღიან მატებად, რადგან გაზრდილი ცხოვრების ხარჯების უკან მმართველი პარტიის ფინანსური ინტერესები და კორუფცია დგას“, - წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, „ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა - კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული აუცილებელი საკვები პროდუქტებით დამთავრებული. ირაკლი კობახიძის 100-დღიანი „ბრძოლა“ მაღალ ფასებთან და რეალური შედეგი - რა გაძვირდა მას შემდეგ: ელექტროენერგია - +33%; პური/ფქვილი - +10–20%; ხორცი - +10–20%, ბოსტნეული/ხილი - +30% -ზე მეტი; რძის პროდუქტები - +15%–25% საკვები/სასურსათო მომსახურება. კვერცხები და პროდუქციის სრული ასორტიმენტი - გაორმაგდა საგზაო ჯარიმები - გაორმაგდა ან 5-ჯერ გაიზარდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით; ty გადასახადები - მნიშვნელოვნად მაღალი მთლიანობაში; ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვა - პროდუქტის ხარჯების ზრდა. პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური მოხმარებიდან დაწყებული ძირითადი საკვები პროდუქტებით დამთავრებული. ე.წ ფასებთან ბრძოლა რეალურად გადაიქცა ფასის 100 დღიან მატებად, რადგან ცხოვრების გაძვირება განპირობებულია მმართველი პარტიის ფინანსური ინტერესებითა და კორუფციით“, - წერს ფარულავა.
• საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ძარცვისა და გატაცების ბრალდებით 7 პირი დააკავეს • მარტში თევზის ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა - 21,2%-ით. • მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ზე: ჩვენი დიდი სურვილია პროცესის გადატვირთვა; ეს მათი სურვილიცაა და ეს აშკარა გახდა • ენერგო-პრო ჯორჯია: კერძო პირები უკავშირდებიან კლიენტებს და ითხოვენ პერსონალურ მონაცემებს კომპანიის სახელით - ეს ზარები ყალბია და არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს კომპანიასთან • მიტროპოლიტი ვახტანგი: წმინდა სინოდი პატრიარქის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხებზე იმსჯელებს - უნდა გადაწყვიტოს ასაკობრივი ზღვარი 70 წელი იქნება თუ 72 წელი • როგორ გავხდეთ მაწანწალა ძაღლის ოფიციალური მეურვე თბილისში •