ქუთაისში წვევამდელიდან ქრთამის აღების ფაქტზე ექიმი დააკავეს

ქუთაისში წვევამდელიდან ქრთამის აღების ფაქტზე ექიმი დააკავეს

წვევამდელისაგან ქრთამის აღების ბრალდებით ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის განყოფილების უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ოპერაცია დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ერთობლივად ჩაატარეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 3 ათას ლარად წვევამდელს ყალბი მონაცემებით სამედიცინო დასკვნის გაცემას დაჰპირდა, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავის არიდების საშუალებას მისცემდა. სასამართლოს დადგენილებით, ფარული გადაღებები განხორციელდა, რომელიც ადასტურებდა ექიმის უკანონო ქმედებებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს (ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს, თავი შეიკავონ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისგან და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავს დანაშაულებზე რეაგირება იქნება მკაცრი.

გიორგი კაჭარავა: შეერთებული შტატების ნატოდან გამოსვლას დასჭირდება სენატისა და კონგრესის თანხმობა, სადაც არა მგონია, ტრამპმა მხარდაჭერა მოიპოვოს. რაც შეეხება ახალი თავდაცვითი სტრუქტურის შექმნას, ისინი ალბათ არც ამ გზით წავლენ, რადგან ეს ძალიან ძვირი მიდგომაასაქართველოს D5 ვიზის გაცემის პირობები გამკაცრდამარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჭარბი პოპულაციის მართვის პროგრამის განრიგს აქვეყნებსსტამბოლში კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავესირანის ელჩმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა.

ENDEKA