კალაძე თუ ვინმემ ჩაიდინა ან მომავალში ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

კალაძე თუ ვინმემ ჩაიდინა ან მომავალში ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

გამოძიება ყველაფერს დაადგენს; დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო ორგანო“, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ სუპ-სამზარეულოებში შესაძლო კორუფციის ფაქტზე. მისივე თქმით, უფასო სასადილოებს მერიის თანამშრომლები სანიტარიული თვალსაზრისით აფასებენ, სხვა საკითხებს კი კონტრაქტორი კომპანიები აკონტროლებენ. „დედაქალაქში 64 უფასო სასადილოა. დანაშაულში ჩართული არიან კონკრეტული კომპანიები. პროდუქციის მიღება-გადაცემა, ბენეფიციარების აღრიცხვა და სხვა საკითხები ეკისრება კონტრაქტორ კომპანიას, რაც მითითებულია ხელშეკრულებაში. დანაშაულში გამგეობის თანამშრომლები რომ შემჩნეულიყვნენ, შესაბამისი რეაქცია მოჰყვებოდა და ისინი დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. „მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს თავზე. მერიაში 30 ათასამდე თანამშრომელია დასაქმებული. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული ან გაბედავს მომავალში, ის პასუხს აგებს. დღეს ისეთი რეალობებია, რომ ხანდახან საკუთარი შვილის გარანტიაც კი არ შეგიძლია. დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო ორგანო, შესაბამის უწყებებს აქვთ საკუთარი ფუნქციები და ყველა ვალდებულია იმოქმედოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნა საქართველოში გარე ჩარევის გარეშე მოხდასოფელ ყულევთან სანაპიროზე დრონი აღმოაჩინესპაპუაშვილი ირანის ელჩის განცხადებებს გამოეხმაურა: საქართველო არ არის უცხოური კონფლიქტების პლატფორმაავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ქართველი მომღერლის ანრი ჯოხაძის კონცერტი ჩაშალესსინოდის სხდომის შემდეგ სასულიერო პირებმა მიანიშნებდნენ ახალი პატრიარქის განათლების მოთხოვნაზე, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებულითბილისის წიგნის ბაზრობა 23-26 აპრილს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება

ENDEKA